|
2022-10-07 16:46:50, 2237 ნახვა
ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
7 ოქტომბერი, 2022- ქართული ბრენდი- SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარსდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა. „კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ SITUATIONIST -ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ SITUATIONIST -ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს SITUATIONIST -ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე. SITUATIONIST-ი, პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოიყენება შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც SITUATIONIST-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს. ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. კოლექციის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G ინფორმაციისთვის, SITUATIONIST-ი მოდის სამყაროში ერთერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა. SITUATIONIST-ის დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)