|
2022-10-06 10:14:40, 1406 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ზამთარი რთული იქნება - ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია
ზამთარი რთული იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ზამთრისთვის ასევე ემზადებიან ოკუპანტები და რაც უფრო გაიზრდება ზეწოლა რუსეთზე, ევროპაში ზამთრის პერიოდი მით უფრო უსაფრთხო იქნება. "ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, რაც უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი... მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი გამარჯვებისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და რუსეთზე ზეწოლას ახდენს მშვიდობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)