01:01 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 14:21:12, 983 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკომ ოფიციალურად აღიარა ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ჩართულია „რუსეთის სპეცოპერაციაში“, მაგრამ ამავდროულად, დიქტატორმა უკრაინაში ბელორუსი ჯარისკაცების გაგზავნაზე უარი თქვა.

როგორც ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ბელარუსი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს.

"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ არავის არ ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს. მეორე, იმისთვის, რომ არ დაუშვან ბელარუსზე დარტყმა პოლონეთის, ლიტვის და ლატვიის სპეცოპერაციის საფარქვეშ. როგორც ვთქვი, ბელორუსის ტერიტორიიდან არავინ არ ესვრიან რუსებს ზურგში. აქ არის ჩვენი მონაწილეობა. “- განაცხადა ბელარუსის დიქტატორმა.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსი რუსეთიდან მობილიზებული 20 000 -ის განლაგებას გეგმავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics