|
2022-10-03 10:25:34, 898 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - თუ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება
თუ უკრაინაში ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე" თავდასხმა, ნატო-ს "მტკიცე და ერთიან" პასუხს გამოიწვევს. „ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო - ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს ნათლად გადასცემენ. ნატო-სკრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ჩვენს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს. დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო ის, რასაც ახლა აკეთებს - უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება. ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს, რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)