01:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 11:22:06, 974 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია, იმის ნიშანია, რომ პუტინს უჭირს

ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია, იმის ნიშანია, რომ პუტინს უჭირს,- ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და მსოფლიო ამას არ აღიარებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარა არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ის რუტინა, რომელიც დღეს აჩვენა, ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ა.შ. აშშ ამას არასდროს აღიარებს, მსოფლიოც არ აღიარებს.

პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა, ჩვენ გეზს არ შევიცვლით, მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ  უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, შეძლოს ტერიტორიებისა და თავისუფლების დაცვა, ეს დახმარება მოიცავს კონგრესის მიერ გამოყოფილ დამატებით რესურსს, 13 მილიონ დოლარს",- განაცხადა ბაიდენმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics