|
2022-09-29 14:34:15, 786 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებულია არა რუსეთზე, არამედ უკრაინის სამხედრო პოტენციალზე
უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ფსევდორეფერენდუმებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად, დაიბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, - ამის შესახებ Associated Press-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. როგორც პოდოლიაკი ამბობს, ბრძოლის ველზე არაფერი შეიცვლება, თუ რუსეთი უახლოეს დღეებში დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას გამოაცხადებს. „ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ უკრაინის სამხედრო პოტენციალზე", - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი. მისივე თქმით, ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)