|
2022-09-28 14:47:18, 970 ნახვა
მსოფლიო
შოლცი ბირთვულ შანტაჟზე - ბაიდენის მსგავსად - მე ვამბობ დაივიწყე
გერმანია მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება და მხარი დაუჭიროს აშშ-ს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინის მობილიზაცია „სასოწარკვეთა და პანიკური რეაქციაა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობაზე“. „პუტინი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მას შეუძლია დაუყონებლივ დაასრულოს ეს ომი თავისი ჯარების გაყვანით და შემდეგ კიევთან მოლაპარაკებების დაწყებით,"- განაცხადა შოლცმა. ამავე დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა შოლცს რუსი დიქტატორის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების, მან უპასუხა, რომ „დარწმუნებით ვერავინ იცის“. „ვინ იცის? მაგრამ, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მინდა რუსეთში ჩასვლა და ძალიან მკაფიოდ ვთქვა: დაივიწყე ეს ",- განაცხადა კანცლერმა. ამასთან, შოლცმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იარაღის საკითხში. „გერმანია უკრაინას მაქსიმალურად უჭერს მხარს და ამავდროულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატო-რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აცილოს“,- დასძინა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსებს მიმართა. მასში მან არა მხოლოდ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)