|
2022-09-28 12:49:36, 1049 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - მობილიზაციის შემდეგ პუტინს ხარკოვისა და ოდესის დაკავება სურს
მობილიზაციის შემდეგ პუტინს ხარკოვისა და ოდესის დაკავება სურს,- ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსი დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი კვლავ აგრძელებს უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის მიღწევის შანსი სულ უფრო მცირეა. მათივე ცნობით, კრემლთან დაახლოებული ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ რუსეთი საბოლოოდ შეძლებს დაიბრუნოს ინიციატივა და კიდევ უფრო შეაღწიოს უკრაინაში, ამასთან შესაძლოა, რომ დაიპყროს ისეთი საკვანძო ქალაქები, როგორიცაა ხარკოვი და ოდესა. „მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოუდგენელია კიევის ბოლოდროინდელი ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, რუსი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ძალებს შეუძლიათ უკრაინა ჩიხში მიიყვანონ და უზრუნველყონ რაიმე სახის წინსვლა, რომელიც დაადასტურებს მათ მიღწევებს მაინც”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამისთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 300 000 მობილიზებულმა ჯარისკაცმა, ცუდად გაწვრთნილმა და მოტივირებულმა, შეძლოს ბრძოლის ველზე მდგომარეობის შეცვლა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას. 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)