|
2022-09-28 11:45:03, 1069 ნახვა
მსოფლიო
კანადა ე.წ. რეფერენდუმებთან კავშირში მყოფ პირებსა და სუბიექტებს ახალ სანქციებს დაუწესებს
კანადა არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანადა ახალ სანქციებს დაუწესებს "პირებს და სუბიექტებს", რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში "ყალბი რეფერენდუმების" ჩატარებაში. „რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც უკრაინაში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარდა, აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია. არსებობს უამრავი ცნობა ამომრჩეველთა ძალის გამოყენებით დაშინების შესახებ. ეს რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. კანადა არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას. ჩვენ ვაპირებთ ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც თანამონაწილენი არიან სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების შელახვის მცდელობაში და იზიარებენ პასუხისმგებლობას უკრაინაში მიმდინარე უაზრო სისხლისღვრაზე", - აცხადებს ტრუდო. პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადა და მისი საერთაშორისო პარტნიორები, რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. "უკრაინის ტერიტორია უკრაინის ტერიტორიად დარჩება", - ამბობს ტრუდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)