|
2022-09-27 16:35:36, 1442 ნახვა
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ტრაგიკული და მტკივნეულია საქართველოსთვის, დღეს გავიხსენეთ გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემსხვერპლნენ. მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს, ჩვენს მომავალს“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა ქალაქ ახალციხეში კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკულ მოვლენები და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ქალაქის ცენტრალურ პარკში, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. ღონისძიებაში მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ მიიღო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)