|
2022-09-27 15:50:44, 1393 ნახვა
სამართალი
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე პროკურორმა გიორგი მიქავამ, აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ისაუბრა
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში, ომის დანაშაულების თემაზე გამართულ სპეციალურ სესიაზე, პროკურორმა გიორგი მიქავამ, აფხაზეთის ომთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი მიქავას განცხადებით, ძალიან სიმბოლურია, რომ სპეციალური სესია, რომელიც ომის დანაშაულებს ეხება, დაემთხვა ამ თარიღს. როგორც პროკურორმა კონფერენციის მონაწილეებს განუმარტა, 1992-93 წლებში, 300 000-ზე მეტი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და გამხდარიყვნენ დევნილები, "მათ გამოსცადეს ომის სისასტიკე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურება და სხვა საშინელი დანაშაულები" - აღნიშნა გიორგი მიქავამ. „ჩვენ გვჯერა, რომ არც ისე შორს არის დრო, როცა საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური დახმარებით, შეძლებს სამართლიანობის აღდგენას და დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ისტორიულ ნაწილს" - განაცხადა პროკურორმა. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს, 26 სექტემბერს გაიხსნა. კონფერენციის მეორე დღეს, სპეციალური სესიის ფარგლებში, ომის დანაშაულები და მასზე ეფექტიანი რეაგირების გზები განიხილეს. სესიაზე, მოხსენებით წარდგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაზატ შამიმ ხანი. პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან. ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ომის დანაშაულებთან დაკავშირებული თემების გარდა, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)