|
2022-09-27 12:10:07, 1131 ნახვა
მსოფლიო
ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა
საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოსკენ მომავალი მანქანების რიცხვი იზრდება. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს საზღვარის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს. „ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა ალანიას სასაზღვრო სამმართველოსა და ჩრდ. ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიღებული ზომების მიუხედავად, რომელთა შორისაა საგზაო პოლიციისა და საპატრულო-საპოსტო სამსახურის სადღეღამისო მოვალეობის გაზრდა, ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება, რაც მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას მოქალაქეების უსაფრთხოების ორგანიზებისთვუს. ამ მიზნით, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რისკებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაჩენის შემცირებისთვის, შეხვედრაზე მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოქალაქეებს საზღვარზე ფეხით გადასვლის უფლება მისცენ, ასევე დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები სასაზღვრო მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით. ამას გარდა, გამშვებ პუნქტზე, უახლოეს მომავალში განთავსდება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)