|
2022-09-26 16:39:06, 1373 ნახვა
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე რუსეთის ფედერაციის საზღვრების შესაძლო ჩაკეტვის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინფორმაციაშია "უფრო მეტი ყალბია, ვიდრე ჭეშმარიტება" „მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - ამბობს პესკოვი. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)