|
2022-09-26 10:16:45, 1576 ნახვა
მსოფლიო
The New York Times - პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ამზადებს ასეთ დარტყმას. ამის შესახებ New York Times წერს . აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი შავ ზღვაზე, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ან უკრაინაში საჩვენებელი აფეთქების დროს. ექსპერტები თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთისა და მოსკოვის მოკავშირეების, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. ამ უკანასკნელებმა უხეშად გააკრიტიკეს რუსი დიქტატორის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება. ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ იარაღზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის სავარაუდო საფრთხის შემთხვევაში. შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში "კატასტროფული შედეგების შესახებ". ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარა ბლეფი კი არა, შანტაჟის პირველი ნაბიჯებია. მისი თქმით, მსოფლიო ახლა აგრესორი სახელმწიფოს მეთაურს აკავებს და მასზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს და არ მისცეს მას მსგავსი რიტორიკის გამოყენების უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)