|
2022-09-25 20:54:15, 2691 ნახვა
სხვადასხვა
საქართველო და უკრაინა ერთად გაიმარჯვებენ - პატრიარქი ფილარეტი ქართველ მებრძოლებს შეხვდა
კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, ქართველი მებრძოლები მიიღო და დალოცა. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა მალე გაიმარჯვებენ. როგორც ქართველი მებრძოლი რომეო ფარულავა სოციალურ ქსელში იუწყება, შეხვედრა ამაღელვებელი იყო. "უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ფილარეტმა დაგვლოცა და გვითხრა რომ სჯერა ძალიან მალე უკრაინა და საქართველო ერთად გაიმარჯვებენ." -თქვა მან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა საკუთარი საჭეთმპყრობლის 2018 წელს ახალი ტიტული დაადგინა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: უწმიდესი და უნეტარესი ფილარეტი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი კიევისა - რუსის ქალაქთა დედისა, გალიციელი, პატრიარქი სრულიად რუს-უკრაინისა, წმიდა არქიმანდრიტი კიევ-პეჩერისა და პოჩაევის მიძინების ლავრათა მართლმადიდებელ ეკლესიათა პირველიერარქები როგორც წესი იხსენიებიან ან მხოლოდ "უწმიდესის" ან მხოლოდ "უნეტარესის" ტიტულით. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოიხსენიება "ყოვლადუწმიდესად". უკრაინის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებამდე, მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწოდებოდა "უწმიდესად და უნეტარესად".
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)