|
2022-09-23 14:16:31, 1714 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ერთმანეთს, საერთო საზღვრის გასწვრივ განახლებულ შეტაკებებსა და ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. „23 სექტემბერს, 07:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სხვადასხვა პოზიციიდან სროლით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე სომხური საბრძოლო პოზიციების მიმართ“, - აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის განცხადებიდან მალევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა პასუხი და აღნიშნა, რომ პირველმა სომხეთმა გახსნა ცეცხლი. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)