|
2022-09-23 12:14:28, 1285 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას „რეფერენდუმზე“ წასვლას აიძულებენ
ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ. კერძოდ, ხერსონში ადმინისტრაციულ-პოლიციური რეჟიმის გამკაცრებას, სახლების შემოწმებას და ადგილობრივ მცხოვრებლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლას. როგორც ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, ე.წ. ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე აუკრძალა. „ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ოკუპანტები ქმნიან შეიარაღებულ ჯგუფებს და აიძულებენ ხალხს მონაწილეობა მიიღონ ე.წ. "რეფერენდუმში". ასევე აქტიურად მიმდინარეობს მზადება პროპაგანდისტული მედიის მიერ სიუჟეტების გადასაღებად კენჭისყრაში ადგილობრივი მოსახლეობის "აქტიური მონაწილეობის შესახებ" აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდებიან ფულადი ჯილდოები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა პასპორტის მონაცემების მიწოდებისა და რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად. ცნობისთვის, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა უკრაინის 4 ოლქში დღეს ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარებენ. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობს. დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“ ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი, სამი შეკითხვა იქნება გატანილი ე.წ. რეფერენდუმზე: „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“ რეფერენდუმის ჩატარება 23-27 სექტემბერს იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)