|
2022-09-23 10:29:39, 1171 ნახვა
მსოფლიო
„მაჰსა ამინი ირანის რეჟიმის კიდევ ერთი სისასტიკეა“ - აშშ-მ „ზნეობის პოლიციას“ სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, ირანის "ზნეობის პოლიციას" სანქციები დაუწესა. აშშ-ის ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, სწორედ "ზნეობის პოლიციაა" 22 წლის ამინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი. „მაჰსა ამინი იყო მამაცი ქალი, რომლის გარდაცვალებაც, ზნეობრივი პოლიციის იზოლატორში, ირანის რეჟიმის უშიშროების ძალების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი სისასტიკე იყო. ჩვენ ვგმობთ ამ არაკეთილსინდისიერ ქმედებას უმკაცრესად და მოვუწოდებთ ირანის მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა ქალთა მიმართ და ასევე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მუდმივი ძალადობრივი დარბევა", - ამბობს ჯანეტ იელენი. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. ამინის მამის თქმით, მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. ფაქტმა დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში გამოიწვია. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)