|
2022-09-22 21:01:53, 1770 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - მობილიზაცია რუსეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ 1,3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება
მობილიზაცია რუსეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ 1,3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით, შემოსავალი მცირდება სანქციების გამო. "მობილიზაცია რუსეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ 1,3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. დეფიციტი იზრდება, შემოსავალი მცირდება სანქციების გამო. სიგიჟე ყოველთვის ძალიან ძვირია და აქვს კატასტროფული შედეგები შეშლილებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)