|
2022-09-22 14:30:43, 1765 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენპროკურორი - მედვედჩუკი უკრაინიდან უფრო დიდ ციხეში გადაგვყავს, რომელსაც რუსეთი ჰქვია
მედვედჩუკი უკრაინის ციხიდან გადაგვყავს უფრო დიდ ციხეში, რომელსაც რუსეთი ჰქვია,- ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, მედვედჩუკის მიმართ გამოძიება დასრულებულია, მისი ჩვენებები კი დოკუმენტირებული. „ჩვენი დამცველების სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ უკრაინამ მედვედჩუკი მისცა. წინასწარი გამოძიება დასრულდა. მედვედჩუკის ჩვენება დოკუმენტირებულია. არავის არ ვუშვებთ, მაგრამ უკრაინის ციხიდან გადაგვყავს დიდ ციხეში, რომელსაც რუსეთი ჰქვია." წერს კოსტინი. მისივე თქმით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 215 ადამიანს შორის 10 უცხოელი ტყვე იყო, რომლებიც უკრაინას იცავდნენ. „უკრაინა, თავის მოკავშირეებთან ერთად, მუშაობს „ყველა ყველასათვის“ გაცვლაზე. შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევები ყოველდღიურად ზრდის „გაცვლის ფონდს“. ჩვენი მხრიდან, გენერალური პროკურატურის მხრიდან, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი გმირები სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ომში დაღუპულთა ხსოვნას და მარადიულად მადლობელი ვართ მათი, ვინც ყველაზე ძვირფასი - მათი სიცოცხლე - გაიღო ჩვენი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არც ერთ სამხედრო დანაშაულს დაუსჯელად. ყველა რუსული ომის დანაშაული გამოძიებული იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან“,- წერს კოსტინი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში დახმარებაში ადანაშაულებდა, მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიაზე მედვედჩუკის დაკავების შესახებ განაცხადა. უკრიანის პრეზიდენტმა კრემლს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა. ამასთან, დღეს 22 სექტემბერს, მარიუპოლის დამცველი "აზოვსტალის" გმირების რუსეთის ტყვეობიდან, მას შემდეგ დაიხსნეს, რაც მოსკოვს პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვეჩუკი გადაეცა. რუსი ოკუპანტებისგან "აზოვსტალის" დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაურუ დენის პროკოპენკოც გათავისუფლდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)