|
2022-09-22 10:29:39, 1724 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია
კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზოდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა. გარდა სიტყვით გამოსვლისა ანსამბლეაზე ზელენსკიმ უკრაინის მშვიდობის 5 პუნქტიანი ფორმულა წარადგინა, რომელიც აგრესიისთვის დასჯას, სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად მოიცავს. „ეს ფორმულა მოიცავს დასჯას აგრესიისთვის, სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ტრიბუნალის შესაქმნელად, ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს, სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღების მხარეა თქვენ მისგან უნდა იზოლირდეთ, აგრესიის შეჩერებამდე მაინც ჩამოართვით მათ ვეტოს უფლება. რუსები საუბრობენ მოლაპარაკებაზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციისა და ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რუსეთს ომი უნდა, მაგრამ ის ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია, რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი"- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)