|
2022-09-21 17:36:56, 984 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი რუსეთის მობილიზაციაზე - პუტინს რუსი ჯარისკაცების უკრაინის სისხლში დახრჩობა სურს
პუტინს რუსი ჯარისკაცების უკრაინის სისხლში დახრჩობა სურს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ნაწილობრივ მობილიზაციაზე. ზელენსკის თქმით, მობილიზაცია აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციას პრობლემები აქვს ოფიცრებთან და სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან. „ჩვენ უკვე ვიცით, რომ მოახდინეს იუნკერების მობილიზება, ბიჭების, რომლებმაც ბრძოლა არ იცოდნენ. ეს იუნკრები დაიღუპნენ. მათ სწავლაც ვერ დაამთავრეს. ყველა ეს ხალხი ვერ იბრძვის. ჩვენთან მოდიან და კვდებიან",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, პუტინს ფრონტზე გამარჯვების მისაღწევად მრავალმილიონიანი არმია სჭირდება, რადგან რუსული ჯარები ზარალდებიან და გარბიან ბრძოლის ველიდან. „მას სურს უკრაინის სისხლში დახრჩობა, მაგრამ ასევე მისი ჯარისკაცების სისხლში დახრჩობა",- დასძინა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ისინი 300 000 რეზერვისტის მობილიზებას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)