|
2022-09-19 10:44:16, 1446 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის მოქალაქე, რომელიც პირს მოკვლით ემუქრებოდა და თანხას სძალავდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს" წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდის" შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი ი.დ. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დ.ზ.-ს პერიოდულად მისთვის თანხის გადაცემას აიძულებდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში 15 000 ლარი გამოსძალა. ასევე, ბრალდებულმა, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში" დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 000 აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)