|
2022-09-17 11:11:03, 1805 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ და ევროკავშირი შეძრწუნებული არიან უკრაინაში საფლავების აღმოჩენით
აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატებმა განაცხადეს რომ რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინაში, იზიუმში, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა ტვიტერით დაწერა, რომ მასობრივი სამარხის აღმოჩენამ "უნდა გააძლიეროს ჩვენი კოლექტიური მისწრაფება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მისი სისასტიკის გამო". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი "შემაძრწუნებლად" იქცევა და სავარაუდოდ ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იზიუმში მომხდარ მკვლელობებზე. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონი დაეხმარება უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვებაში: „მიღებული ინფორმაციით, ეს არის სულ 440-ზე მეტი დაკრძალვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. საშინელებაა, ამაზრზენი. სამწუხაროდ, ეს სისაძაგლე და სისასტიკე ემთხვევა რუსეთის შეიარაღებული ძალების ომს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. საფლავების აღმოჩენის შესახებ ცნობების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აპირებს დელეგაციის გაგზავნას იზიუმში. საერთაშორისო სპეციალისტებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის წამებისა და ანგარიშსწორების შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი, ხარკოვის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ამბობს, რომ ნაპოვნი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა. ფოტო - Evgeniy Maloletka / AP / Scanpix / LETA
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)