|
2022-09-16 10:37:27, 1749 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკან არ დაიხევს, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება
ევროკომისიის პრეზიდნტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტის დროს დაარწმუნა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ყველა უკრაინელი, რომ ევროკავშირი უკრაინას რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებაში მხარს დაუჭერს. ერთობლივ ბრიფინგზე ფონ დერ ლაიენმა და ზელენსკიმ განაცხადეს, რომ მათ უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ იმსჯელეს. „ჩვენ ვერასდროს გადაგიხდით იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინელები კარგავენ, ჩვენ ვერასოდეს გადავიხდით იმას, რასაც თქვენ აკეთებთ - იცავთ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას მსოფლიოში. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ. რომ თქვენი ევროპელი მეგობრები იქნებიან თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ და რომ ჩვენ სამუდამოდ მეგობრები ვართ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ მათ ასევე განიხილეს უკრაინის იმედები, შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ოფიციალურ გაწევრიანებამდე. ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დასაწყისისთვის, ორივე მხარის ექსპერტები მუშაობენ ვაჭრობაზე დარჩენილი არასატარიფო შეზღუდვების მოხსნაზე. ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ფონ დერ ლაიენმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია უკრაინას, ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ სასწრაფოდ შეუერთდა ევროკავშირის ერთიან ქსელს, გაზარდოს ელექტროენერგიის მიწოდება ევროპის ქვეყნებში. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს ეხებოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება, საერთაშორისო მშვიდობა და დემოკრატია ფასდაუდებელია. „ევროპას შეუძლია მიიღოს იაფი ელექტროენერგია უკრაინიდან... და უკრაინას შეუძლია მიიღოს ფული“, - განაცხადა ზელენსკიმ ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლაში ურთიერთდახმარების შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეაქო უკრაინელები იმ სისწრაფისთვის, რომლითაც ისინი ამზადებენ ქვეყანას და კანონმდებლობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამასთან, მან გაიხსენა, რომ 25 ოქტომბერს ბერლინში კონფერენცია გაიმართება, რომელზეც უკრაინის მეგობრები ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენის გეგმის დეტალებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)