|
2022-09-15 12:37:44, 1250 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელი მსოფლიოს გასაგონად - თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით არის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი "არასწორ გზას გადაუხვევს" და კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა კონფლიქტში. მისი თქმით, ერევანი არა მხოლოდ არ ასრულებს შეთანხმებას, არამედ „ავლენს აგრესიას“, რაც სომხური მხარისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის. „მიუღებლად მიგვაჩნია ვითარება, რომელიც შეიქმნა სომხეთის მიერ ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების დარღვევის შედეგად.კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით არის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი დახმარება. სომხეთი არ ასრულებს შეთანხმებებს და სანამ გვიან არ არის, უნდა გადაუხვიოს ამ მცდარი გზიდან. ჩვენი წინადადებაა, რომ სომხეთმა დრო და ენერგია დახარჯოს მშვიდობაზე და არა პროვოკაციებზე“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან . მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 105, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)