14:31 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 17:46:13, 2355 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება

გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება,- ასე გამოეხმაურა 
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი, თუმცა არ უნდა გადავიდეს პირად შეურაცხყოფაზე, ვინაიდან ეს "რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს".

"გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ პირად შეურაცხყოფაზეა გადასული, მაგალითად, რაც იკადრა მაგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით პირადად, არაფერში არ ჯდება. არც ეთიკაში, არც ზრდილობაში და არაფერში საერთოდ მას შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ალბათ თავისი ჭკუით", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილი "არაფრის მაქნისი მარიონეტია და ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics