|
2022-09-14 14:24:29, 1077 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი სულ უფრო ხშირად ყიდულობს იარაღს სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთი სულ უფრო მეტად ყიდულობს იარაღს სხვა მკაცრი სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. უწყების ცნობით, რუსეთის ამგვარი ქმედება განპირობებულუა იმით, რომ მისი სამხედრო მარაგები იწურება. "რუსეთმა, სავარაუდოდ, პირველად განათავსა ირანული თვითმფრინავები უკრაინაში. 2022 წლის 13 სექტემბერს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათმა ძალებმა ჩამოაგდეს შაჰედ-136 უპილოტო საფრენი აპარატი კუპიანსკის მახლობლად, უკრაინის მიმდინარე წარმატებული შეტევის ზონაში",- ნათქვამია შეტყობინებაში. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ შაჰედ-136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან მიგვანიშნებს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმებისთვის და არა სტრატეგიული მიზნებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებულია იარაღისთვის სხვა ქვეყნებს მიმართოს. აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვებსა და მცირე რადიუსის რაკეტებს ყიდულობს. ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენის ნებისმიერი შეთანხმება არის გაეროს რეზოლუციების დარღვევა, რომელიც მიზნად ისახავს აკრძალოს იარაღის გავრცელება ფხენიანიდან. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანიდან მიიღო "ასობით" უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც შეიძლება გამოეყენებინათ უკრაინაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)