|
2022-09-14 14:15:10, 1780 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა,- აღნიშნულის ინფორმაციას 25-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადა ავრცელებს. მათი ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. „დღეს უკრაინელი მედესანტეების მიერ გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართეს. ზეიმში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალარიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს გათავისუფლებული უკრაინული მიწებისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინელმა სამხედროებმა დამპყრობლებისგან უკვე დაახლოებით 8 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, მათგან ნახევარს ჯერ კიდევ გადის სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მოახდინეს 300-ზე მეტი დასახლების დეოკუპაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)