|
2022-09-13 15:53:45, 1063 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს განზრახ მკვლელობის, მეორეს კი - ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი"-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ჭ-მ, რომელიც დაზარალებულთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
ვინაიდან ვ.გ. თავს არიდებს გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)