|
2022-09-13 13:05:17, 1175 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი,-ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის კომფლიქტს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებას გამოხატავს. „მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს. ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო „ტრენდ აზი“ აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)