20:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 10:33:48, 1625 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ დაამარცხა ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, რომელიც გაწვრთნილი იყო მოსკოვის დასაცავად - ბრიტანეთის დაზვერვა

ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხეს რუსეთის ფედერაციის პირველი გვარდიის სატანკო არმია, რომელიც გაწვრთნილი იყო მოსკოვის დასაცავად და ნატო-სთან საბრძოლველად.  ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება .

დაზვერვის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იყო 1-ლი გვარდიის სატანკო არმიიდან, რომელიც დაქვემდებარებული იყო რუსეთის ფედერაციის დასავლეთ სამხედრო ოლქში.

„პირველ გვარდიულ სატანკო არმიას დიდი დანაკარგები განიცადა შეჭრის საწყის ეტაპზე და სრულად არ იყო აღდგენილი ხარკოვში უკრაინის კონტრშეტევამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ 1-ლი გვარდიის სატანკო არმია იყო ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, მისი შემადგენლობიდან სამხედრო პერსონალი გაწვრთნილი იყო მოსკოვის დასაცავად, ნატო-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების განსახორციელებლად.

დაზვერვის ცნობით, მას შემდეგ, რაც 1-ლი გვარდიის სატანკო არმია და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებები მძიმედ დაზიანდა, სერიოზულად დასუსტებულია რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების დანაყოფები, რომლებიც ნატო-ს დასაპირისპირებლად არიან განზრახული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics