22:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 11:32:18, 1565 ნახვა

ეკონომიკა
რთველის საკოორდინაციო შტაბში კახეთის რეგიონის მედია-საშუალებებთან შეხვედრა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა კახეთის რეგიონის მედია-საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლევან მეხუზლას ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 11,5 ათასი ტონა რქაწითელი, 13,3 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

“რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. ღვინის საწარმოებს ყურძენი 2000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი  24 მლნ ლარს აღწევს” – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 100-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics