|
2022-09-09 16:59:26, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პირველი სექტემბრიდან ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ
ჯამში, პირველი სექტემბრიდან ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით მადლიერია ყველა ადამიანის, ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის. " ჯამში, პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მადლიერი ვარ ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)