|
2022-09-08 22:09:13, 1412 ნახვა
ომი უკრაინაში
რეინსალუ - 19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში შენგენის ვიზებით შესვლას ვეღარ შეძლებენ
19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში შენგენის ვიზებით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა. მისივე თქმით, ესტონეთს აქვს პოლიტიკური უფლება, რომელსაც სამართლებრივ სფეროში ახორციელებს. "ესტონეთს აქვს პოლიტიკური უფლება, რომელსაც სამართლებრივ სფეროში ვახორციელებთ. 18 სექტმებრის ღამეს, 19 სექტმებრის დადგომისას რუსეთის მოქლაქეებისთვის შენგენის გარე საზღვრის გავლით ესტონეთში შესვლის აკრძალვა ამოქმედდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია გაცემული შენგენის ვიზა. არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში, თქვენი ჩამოსვლა აქ არ უხარიათ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)