22:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 15:06:20, 1529 ნახვა

ეკონომიკა
თამარაშვილი - პროგრამის განხორციელების შემდგომ აგრომწარმოებლები შეძლებენ დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა

„USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის ინიცირებით დაიწყო, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა,  რომელშიც  ჩართულები ვართ,  სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სააგენტოები. პროექტი გულისხმობს ფერმერებისათვის იმ უნარების შეძენას, რომელიც დაეხმარებათ, როგორც შემსყიდველების მოძებნაში, ასევე მათთან მოლაპარაკების წარმოებაში,  წინადადებების ფორმირებაში. შერჩეული იქნა ერთი ევროპული ქვეყანა, გერმანია, სადაც მიღებული გამოცდილება თავისუფლად გავრცელდება ევროკავშირისა თუ შენგენის ქვეყნებზე,  და ასევე გალფის ქვეყნები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი. საერთაშორისო კომპანია OCO Global,  თითოეულ კომპანიას  დაეხმარება შეთავაზების, წინადადების ფორმირებაში  და ასევე ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში. საბოლოოდ პროგრამაში 50 კომპანია ჩაერთვება.  ამ პროგრამის განხორციელების შემდგომ, აგრომწარმოებლები შეძლებენ მომავალში დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე შერჩეულია 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული  კომპანია. ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურებისა და  სურსათის მწარმოებლები  (ჩაი, მშრალი ჩირი, წვენები  და სხვა).

ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ,  სოფლის განვითარების სააგენტომ და სააგენტომ  „აწარმოე საქართველოში“.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics