|
2022-09-06 17:45:29, 1723 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ
აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა საინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის გაზმომარეგების კრიზის უკან აშშ დგას. "მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საბჭოთა დროიდან ენერგეტიკული რესურსების სანდო მიმწოდებელი იყო, შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ენერგეტიკული კავშირები რუსეთსა და მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა გერმანია, გაეწყვიტა. აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ. ეს არის აბსოლუტური თვითმკვლელობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ამ გზის გავლა მოუწევთ“.. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)