|
2022-09-05 21:00:35, 1441 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში მეორედ გათიშულია ქსელიდან
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშული იქნა ელექტროგადამცემი ქსელიდან, რომელიც აკავშირებს სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საწარმო „ენერგოატომი“-ში აცხადებენ. 5 სექტემბერს, დაბომბვით გამოწვეული ხანძრის შედეგად, გაითიშა თბოსადგურის 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზი - ფეროსპლავნაია, ანუ ბოლო ხაზი, რომელიც აკავშირებდა ZNPP/TES კვანძს უკრაინის ენერგოსისტემასთან! შედეგად, მეექვსე ენერგობლოკი განიტვირთა და გათიშული იქნა ქსელიდან, რომელიც ახლა საკუთარ საჭიროებებს კვებავს ZNPP-ში. 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშული იქნა ელექტრო ქსელიდან თავის ისტორიაში პირველად. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უბედური შემთხვევა რუსული დაბომბვის შედეგი იყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და ომის დაწყებიდან რუსული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. აგვისტოსა და სექტემბერში სადგური არაერთხელ დაბომბეს, კონფლიქტის მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)