23:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 19:09:09, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდება

გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდებ. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ აგრეგატების მომსახურება და გადაადგილება უკვე შეუძლებელია.

"თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს. რა თქმა უნდა, სწორედ ეს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის აგრეგატების მომსახურებას, ხელს უშლის მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რაც ხელს უშლის ამ სამართლებრივი გარანტიების გაცემასაც და ა.შ. სწორედ ეს სანქციები, რომლებიც შემოიღეს დასავლეთის სახელმწიფოებმა, სწორედ მათ მიიყვანეს ვითარება იქამდე, რასაც ახლა ვხედავთ" . - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics