|
2022-09-01 16:08:59, 1615 ნახვა
სამართალი
კახა კალაძე „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს სასამრთლოში უჩივის და 100 000 ლარს ითხოვს
თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველის“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და წამყვან მაია მამულაშვილის სასამრთლოში უჩივის. როგორც ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, "ტვ პირველის“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა, რის გამოც კახა კალაძე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს. „სად გადის ზღვარი გადამოწმებულ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ცილისწამებას შორის, ეს ერთხელ და სამუდამოდ სასამართლომ უნდა დაადგინოს. 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა „დღის ამბები“, სადაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ იქნა შემდეგი შინაარსის განცხადება: „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ, 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ, დოკუმენტებია, ჩვენ არ დაგვიწერია ის დოკუმენტები“, - აქ არაა წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რისი უფლებაც სრულად აქვთ ჟურნალისტებს. რამდენჯერმე დამაჯერებელ ფორმაში თქვა ჟურნალისტმა, რომ 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში და ამაზე არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 20 ივნისს კახა კალაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სარჩელი 2022 წლის 24 აგვისტოს „ტვ პირველს“ და მაია მამულაშვილს ჩაბარდა საკურიერო ფოსტის მეშვეობით.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)