|
2022-08-31 16:47:53, 2165 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე შსს-ს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სამმართველოს შენობის ერთ-ერთ ოთახში მყოფ დაკავებულ პირს სახეში ხელი დაარტყა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 30 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომლის მიმართაც ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით შეუფარდა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 31 ივლისს, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში, დაკავებულ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 27 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)