02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 17:34:58, 2572 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპის სიტყვები არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ განცხადებად - ვატიკანი კრიტიკას ეხმაურება

რომის პაპისა და მისი ქვეშევრდომების მთავარი მიზანია, ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს სოლიდარობისა და მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდონ. მისი განცხადებები არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ განცხადებებად,- ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News-ს ავრცელებს.

კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ რომის პაპის სიტყვები იმის შესახებ, რომ მოკლული რუსი ჟურნალისტი დარია დუგინა ომის უდანაშაულო მსხვერპლია, უნდა განიხილებოდეს როგორც ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად ამაღლებული ხმა და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს ინტერვენციები აშკარაა და ცალსახაა დაგმოს ის, როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, ამაზრზენი და მკრეხელური“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე  რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, რომელმაც 20 აგვისტოს მანქანაში აფეთქდა, სავარაუდოდ "ომის უდანაშაულო მსხვერპლია”.

გარდა ამისა, რომის პაპმა მსოფლიოს მოუწოდა „კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმისკენ. მან ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე და ზაპორიჟჟიას ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის რისკის თავიდან აცილებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics