02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 16:31:37, 2504 ნახვა

მსოფლიო
რუსული Gazprom-ი საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს

რუსული კომპანია Gazprom-ი დღეიდან საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას, კომპანია Engie-იავრცელებს.

Engie-ის ცნობით, მოსკოვი თანდათან ახშობდა საწვავის მიწოდებას ევროპაში, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. ამასთან გაზის მიწოდების შემცირება კომპანიებს შორის კონტრაქტის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულმა უთახმოებამ გამოიწვია.

„გაზპრომმა აცნობა Engie-ს გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, დღეიდან, მხარეებს შორის უთანხმოების გამო ზოგიერთი კონტრაქტის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ფრანგული კომუნალური კომპანიის განცხადებაში

გამოცემი ცნობითვე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე Gazprom-მა მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება.

„კომუნალური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ალჟირის Sonatrach-თან, როგორც მისი დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილი რუსული მარაგებისგან”,- განაცხადა Engie-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კლერ უეიზანდმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics