|
2022-08-27 13:06:00, 1436 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის 182 მილიონო დოლარის NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შეიძენს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, გააფორმა კონტრაქტი Raytheon Co-თან ეროვნული მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემების (NASAMS) შესაძენად. როგორც პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი, ტრანზაქციის მოცულობა 182,2 მლნ დოლარია, სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღი კი, 2024 წლის 23 აგვისტოა. ამ კვირაში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, ეს პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, იქნება გრძელვადიანი ინვესტიცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, რომელიც აგრძელებს მისი სუვერენიტეტის დაცვას. ახალი პაკეტის ფარგლებში, შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას უკრაინას მიაწოდოს ექვსი დამატებითი NASAMS, ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობისთვის. ამერიკული დახმარების წინა ტრანშებისგან განსხვავებით, მიმდინარე პაკეტიდან თანხა განკუთვნილია იარაღის მწარმოებლებისთვის შეკვეთებისთვის. პენტაგონმა განაცხადა, რომ 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა ან გეგმავს 13,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)