01:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 16:12:16, 3851 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა

ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი NATO-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე, მხოლოდ ომის დამნაშავეების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამართლებაა.

„მთელი ეს საუბარი NATO-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე, მხოლოდ ომის დამნაშავეების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამართლებაა. NATO ან "ბიოლაბორატორიების" შესახებ ყალბი ინფორმაციები - ეს კი მედიისთვის საბაბია. ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ რუსეთის „წითელი ხაზები“ უკიდურესად სახიფათოა.

მისივე თქმით, ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული. შესაბამისად ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის პოსტულატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics