|
2022-08-24 10:50:46, 1027 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ამაყად ვდგავართ უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში
ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში,- ასე მიულოცა დამოუკიდებლობის დღე უკრაინას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მისი თქმით, ევროპული კომისია ამაყად ატარებს ყვითელსა და ლურჯს, რათა გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „24 აგვისტოს მსოფლიო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ასე რომ, ამაღამ, ევროპული კომისია ამაყად ატარებს ყვითელსა და ლურჯს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”,- წერს ლეიენი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)