02:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 18:08:40, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
ლვოვში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ლვოვში შეხვდნენ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,ზელენსკი თავის კოლეგასა და თურქეთის დელეგაციას პოტოცკის სასახლის ვერანდაზე შეხვდა.

ამის შემდეგ სახელმწიფოთა ლიდერებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

ლვოვში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც ჩავიდა , რომელთანაც პრეზიდენტები სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.

გარდა ამისა, ერდოღანის დელეგაციის უკრაინაში დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი ალაკარამ უკვე გამართა მოლაპარაკებები უკრაინელ კოლეგა ალექსეი რეზნიკოვთან.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია უკრაინაში. თურქეთის პრეზიდენტი დღეს ლვოვში ზელენსკის მიწვევით ჩავიდა.

უკრაინაში ომის დასრულების გზაზე მოლაპარაკებების უკვე ცნობილი თემის გარდა, ერდოღანი ზელენსკისთან  თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე შეაფასებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics