|
2022-08-18 11:31:31, 1679 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის გადამმუშავებელი და საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე სოფელ ჩოხატაურში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო „მეგაგრო“ დაათვალიერეს. „თხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აგრარული პროდუქტია. ბაზარი სრულად დივერსიფიცირებულია და პროდუქცია თითქმის მთლიანად ევროკავშირში გადის. შარშან, დაახლოებით, 114 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
„მეგაგრო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამმუშავებელი საწარმოა, სადაც, წლიურად, 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 680,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი კომპანიამ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ დახმარებით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30,000 ლარი შეადგინა. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95,823,868 ლარი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5,791,509 ლარია. თხილის სექტორის განვითარებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40,088,824 ლარის ოდენობის 226 შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 3,546,597 ლარის ოდენობის 11 შეღავათიანი სესხი.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)