02:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 10:53:11, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი ყირიმის უსაფრთხოების მიმართ ნდობას კარგავს, პუტინმა შავი ზღვის ფლოტის მეთაური ფარულად შეცვალა

ოკუპირებულ ყირიმში  სამხედრო ობიექტებზე მომხდარი ბოლო დარტყმების შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობა  ნახევარკუნძულის უსაფრთხოების მიმართ ნდობას კარგავს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში .

ანალიტიკოსების წყაროს ცნობით, 17 აგვისტოს  ვიცე-ადმირალმა ვიქტორ სოკოლოვმა შავი ზღვის ფლოტის მეთაურის თანამდებობაზე.ადმირალი იგორ ოსიპოვი შეცვალა ამავდროულად, რუსეთი ცდილობდა სოკოლოვის დანიშვნა საიდუმლოდ შეენახა.

“უკრაინის ბოლო დარტყმებმა (დაკავშირებულმა უკრაინელ პარტიზანებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან) ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სევასტოპოლში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია და შეცვალა ძალების შემადგენლობა, ლოგისტიკა და ხელმძღვანელობა. ყირიმში რუსული ჯგუფის მხრიდან შემდგომი დარტყმების შედეგების შესამსუბუქებლად“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

 შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმის ჯანკოისკის რაიონის სოფელ აზოვსკოეში სამხედრო ნაწილში  საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა.

9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკას დასახლების მიდამოებში, აფეთქებების სერია მოხდა და  ხანძარი საკის აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა . აფეთქებებმა სულ მცირე 9 თვითმფრინავი გაანადგურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics