|
2022-08-15 15:57:50, 1204 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო მედია თიბისისა და Kong-ის თანამშრომლობაზე წერს
საერთაშორისო ტექნოლოგიური გამოცემები The Fintech Times და Financial IT "თიბისისა" და Kong-ის წარმატებულ თანამშრომლობას ეხმაურებიან. სტატიებში აღწერილია, თუ როგორ გაუმჯობესდა თიბისის ციფრული სერვისების მიწოდება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქლაუდ პლატფორმა Kong-ზე გადასვლის შემდეგ. თიბისი ბანკმა, კონგ-ის პლატფორმის ამუშავების შემდეგ 40%-ით შეამცირა პროდუქტებისა და სერვისების კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზარზე მიწოდების დრო. API, რომელიც ერთდროულად 700 000 მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში ემსახურება, თიბისისთვის უმნიშვნელოვანეს არხად იქცა. ამ სისტემების დანერგვა ზრდის თიბისის პროდუქტიულობას, რადგან ძველ და ახალ სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს. კონგის სისტემების დახმარებით, თიბისიმ მნიშვნელოვნად გაზარდა ციფრული სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და ამით ადამიანებს კიდევ უფრო გაუმარტივა ცხოვრება. კონგი ქლაუდზე დაფუძნებული მსხვილი API პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. „ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე, თიბისისთვის კონგთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კონგის პლატფორმა ჩვენი ინოვაციის ციკლს ასწრაფებს, ზრდის პროდუქტიულობას და უმტკივნეულოდ აკავშირებს ძველ სისტემებს თანამედროვე აპლიკაციებთან. თიბისის მიერ ნებისმიერი სიახლის ბაზაზე გასატანად ამ სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება გვჭირდება. ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებელს და ამავდროულად გავაძლიეროთ თიბისის პოზიციები ტექნოლოგიურ ბაზარზე" - ამბობს "თიბისის" ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ბიძინა მაცაბერიძე. "თიბისი" მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და სისტემატიურად ნერგავს ციფრულ სიახლეებს. Kong-თან თანამშრომლობა დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თიბისი მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)